რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ოკუპირებულ კუპიანსკში რუსი ჯარისკაცების ცხედრებისთვის საკმარისი მაცივრები არ არის. 

სინებუგოვმა ტელემარათონისას განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები არ თვლიან დანაკარგებს ცოცხალი ძალით და მხოლოდ ჯავშანმანქანების დათვლით შემოიფარგლებიან. 

"მტერი ფაქტობრივად არ ითვლის თავის ადამიანურ ძალას, ითვლის მხოლოდ ჯავშანმანქანებს. ამას ვაკვირდებით სამხედრო ტაქტიკაში. ისე, რომ ნამდვილად არ არის საკმარისი მორგები, არ არის საკმარისი მაცივრები, მათი პრობლემაა", - ამბობს სინებუგოვი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის რეგიონში რაშისტებმა თავიანთი ჯარისკაცებისთვის მორგი სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მოაწყეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი