
უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ავრცელებს.
"მომავალი 10 დღის განმავლობაში ველოდებით ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნას. მისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვდა." - ამბობს არახამია
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ირინა ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.