უპრეცენდენტოდ ხისტი პასუხი "ოცნების" ხელისუფლებას მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოდან. შეერთებული შტატების ელჩზე მიტანილი იერიშის შემდეგ სახელისუფლებო გუნდმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაფრთხილება მიიღო.
განცხადებაში, რომელიც საქართველოს ეთმობა, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ხელს უშლიან. "ოცნების"ლიდერებს ვაშინგტონიდან ასევე განუმარტეს, რომ დიპლომატიური მისიის ხელმღვანელზე თავდასხმა შეერთებულ შტატებზე შეტევის ტოლფასია.
ასეთი ხისტი და კრიტიკული ამერიკის პოზიცია ჯერ არ ყოფილა. ნედ პრაისის განცხადების ადრესატებმა ამჯერადაც მხოლოდ ხელსიულებისთვის სასურველი ნაწილი ამოიკითხეს და კვლავ პოლიტიკური სპეკულაციების გზა აირჩიეს.
იხილეთ ასევე: