
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტის ფარგლებში, შეზღუდვები 54 ფიზიკურ პირს დაუწესდა.
სანქცირებულთა შორის არიან, პოლიტიკური ან კულტურული ისტებლიშმენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები - სახელმწიფო დუმის წევრები და ადგილობრივი პოლიტიკოსები, მათ შორის, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხოთ, მაღალი რანგის სამხედრო ლიდერებს, რუს პროპაგანდისტებსა და წამყვან ბიზნესმენებს.
სანქცირებულთა შორის არიან მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმირ მაშკოვი.
სანქციების მე-7 პაკეტი ევროკავშირმა 21 ივლისს დაამტკიცა. ახალი პაკეტის მიხედვით, წესდება აკრძალვა ოქროს შეძენის, იმპორტისა და გადაცემის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთშია მოპოვებული და შემდეგ ევროკავშირში ან სხვა ქვეყანაში სწორედ რუსეთიდან გაიტანეს. ეს შეზღუდვა ეხება სამკაულებსაც.
სანქციების ახალი პაკეტი ასევე რუსეთის მიერ პოტენციურად შეიარაღების გასაძლიერებლად გამოყენებად პროდუქციის სანქცირებას ითვალისწინებს.