"უკრაინა რუსეთთან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ არანაირ დოკუმენტს არ აწერს ხელს, შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან გაფორმდება", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
მისი თქმით, უკრაინული მხარე ვალდებულებებს მხოლოდ თურქეთისა და გაერო-ს წინაშე იღებს.
"ჩვენ ვაფორმებთ შეთანხმებას თურქეთთან და გაერო-სთან, შესაბამისად, ვალდებულებებს მათ წინაშე ვიღებთ. რუსეთიც ასეთივე შეთანხმებას აწერს ხელს.
მარცვლეულის ტრანსპორტირების არანაირი ესკორტი რუსული გემების მიერ და არანაირი რუსული წარმომადგენლობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციების შემთხვევაში დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი.
საჭიროების შემთხვევაში, გემების ნებისმიერი სახის ინსპექცია განხორციელდება ერთობლივი ჯგუფების მიერ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში", - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.
ამავე თემაზე: