EU-მა უკრაინას დამატებით 500-მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაუმტკიცა ​

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა  გამოაცხადა, რომ დაამტკიცა დამატებითი 500 მილიონი ევრო (510 მილიონი დოლარი) უკრაინის სამხედრო დახმარება.

"ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში ეს ორი დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და გამძლეობის მიმართ, რათა დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისგან“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნულის შემდეგ, უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან აღმოჩენილი დახმარების ჯამური რაოდენობა 2,5 მილიარდ ევროს (2,55 მილიარდ აშშ დოლარამდე) მიაღწევს.

„ევროკავშირი კონცენტრირებულია და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება; ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე, რაც ჯამში შეადგენს 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი