"ოცნება" ისევ დასავლეთს უტევს | კობახიძის რიტორიკა და სამეულის მიმართვა ნედ პრაისს

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტიის ლიდერი გულუბრყვილო ამომრჩევლის დაბნევას ცდილობს და თავს ისევ ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს ესხმის. ირაკლი კობახიძე მოურიდებლად ამტკიცებს, რომ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება არ იყო რეაგირება მის განცხადებაზე, და არც მას ეხებოდა.

რეალობის ასეთი უხეში დამახინჯების შემდეგ კი კვლავ უბრუნდება აგრესიულ რიტორიკას და ელჩებს აკრიტიკებს. თუმცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ყველაფერს ვერ ამბობს. ქართული ოცნების ნაცვლად ამას მმართველი პარტიიდან თითქოსდა პროტესტით წასული სამეული აკეთებს.

სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის სამეულმა დღეს კიდევ ერთი წერილი დაწერა და ამჯერად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს მიმართა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი