
თეთრი სახლი უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით დახმარებას აანონსებს. Washingtonpost-ის ინფორმაციით, ახალი 270 მილიონი დოლარის პაკეტი საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებსა და ტაქტიკურ დრონებს მოიცავს.
ცნობილია, რომ უახლესი პაკეტით, აშშ-ის უკრაინისადმი დახმარება 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
გამოცემა წერს იმასაც, რომ ახალ პაკეტში შედის 4 ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე Phoenix Ghost ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.