რუსეთის იუსტიციამ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპოზიციონერი "უცხოელი აგენტების" სიაში დაარეგისტრირა 

გამოქვეყნდა:

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიყვანა წამყვანი ტატიანა ლაზარევა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: ილია იაშინი და მაქსიმ კაცი, ბლოგერი ნიკა ბელოცერკოვსკაია და ალექსეი ნავალნი, რუსლან შავედინოვი ფიზიკურ პირთა რეესტრში - "უცხოელი აგენტები".

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანი ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, ხოლო დაფინანსებას უკრაინიდან იღებენ. 

პოლიტიკოსი ილია იაშინი ამჟამად ციხეშია - „სამხედროების შესახებ ფეიქების“ გავრცელების ბრალდებით. (პუტინმა ამ კანონს ხელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოაწერა). იაშინი ჯერ დააკავეს „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის“, 15-დღიანი პატიმრობა დაასრულა სპეციალურ დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი გახდა ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეში და უწოდეს "უცხოელი აგენტი“. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, იაშინი გახდა იმ მცირერიცხოვან ოპოზიციურ პოლიტიკოსთაგანი, რომელიც დარჩა ქვეყანაში და ამავდროულად საჯაროდ დაგმო ომი.

ვერონიკა ბელოცერკოვსკაია არის ბლოგერი, გამომცემელი, მედიამენეჯერი და მეწარმე. რუსეთში „უცხოელ აგენტად“ აღიარებულ ჟურნალისტთა უმრავლესობისგან განსხვავებით, იუსტიციის სამინისტრომ ის რეესტრში შეიტანა როგორც ინდივიდი და არა როგორც „უცხოური აგენტი“ მედიასაშუალების წარმომადგენელი.

ბელოცერკოვსკაია დაიბადა ოდესაში, ახლა ცხოვრობს საფრანგეთში. ცნობილია, როგორც გამომცემლობისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის "ძაღლის" თანადამფუძნებელი. რუსეთში ის გახდა ერთ-ერთი პირველი ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეში „სამხედრო ფეიკებზე“. ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს, დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. მან ჯერ კიდევ მარტში ღიად და ძალიან ხისტად დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება ომის მიმართ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი