
საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტების განბლოკვისა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დღეს მიღწეულ შეთანხემებაზე ისაუბრა და თქვა, რომ
გასული წლის მარცვლეულის დაახლოებით 20 მილიონი ტონა მოსავალი ექსპორტზე გავა, ასევე, გაიყიდება
წლევანდელი მოსავალიც.
"დღეს ჩვენმა სახელმწიფომ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას - არის შეთანხმება, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვბლოკოთ უკრაინის პორტები.
გასული წლის მარცვლეულის დაახლოებით 20 მილიონი ტონა მოსავალი ექსპორტზე გავა. წლევანდელი მოსავალიც - და უკვე დაკრეფილია - გაყიდვასაც შეძლებს. ეს არის ფერმერების შემოსავლები, მთელი სოფლის მეურნეობის სექტორი და სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის სამუშაო ადგილები.
ჩვენ ახლა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის მარცვლეული გვაქვს.
არსებობს შანსი, რომ შემცირდეს სასურსათო კრიზისის სიმძიმე, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული. არსებობს გლობალური კატასტროფის თავიდან აცილების შანსი - შიმშილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც გვეხმარებიან. და ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ უკრაინას შეუძლია გაუძლოს ამ ომს",- თქვა ზელენკიმ.
ამავე თემაზე: