პრორუს ოლიგარქს, ვიქტორ​ მედვედჩუკს ჩამოართვეს აქტივები, რომლებიც იმართებოდა რუსეთის ფედერაციიდან - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს:

  • საბანკო ანგარიშები - 1.3 მილიონი გრივნა​;
  • ორი მიწის ნაკვეთი 3 და 5 ჰექტარი ფართობით;
  • ორი სასტუმრო კომპლექსის ფართი 4,5 და 2,4 ათასი კვ.მ;
  • შპს კორპორატიული უფლებები საწესდებო კაპიტალით 38 მილიონი გრივნა.

უწყების ცნობით, ამ აქტივების ბენეფიციარი მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქე ვიქტორ მედვედჩუკი და მისი მეუღლე ოქსანა მარჩენკო.

სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროების სამსახურის მასალების საფუძველზე იქნა მიღებული, სადაც დოკუმენტირებული და მხილებულია უკრაინაში რუსული ფულის ლეგალიზების სქემები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიუკრაინული საქმიანობის დაფინანსებას.

სქემა ითვალისწინებდა თანხების გადარიცხვას რუსული ბანკებიდან უკრაინაში რეგისტრირებულ შპს-ში, რომლის მფლობელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი