ლიეტუვამ კალინინგრადთან სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვამ გააუქმა კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთს შორის სანქცირებული ტვირთის სარკინიგზო ტრანსპორტირების აკრძალვა. რკინიგზა აცხადებს, რომ განაახლებს ექსკლავში ტვირთის ტრანსპორტირებას.

კალინინგრადი იყენებს სარკინიგზო კავშირს რუსეთთან ლიეტუვის გავლით მგზავრებისა და ტვირთებისთვის.

ევროკავშირმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ლიეტუვამ უნდა დაუშვას ბეტონის, ხისა და ალკოჰოლის გაგზავნა ევროკავშირის ტერიტორიიდან კალინინგრადში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი კალინინგრადის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცემენტის 60 ვაგონი მალე გაიგზავნება ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, რუსეთმა კალინინგრადის ანექსია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს მოახდინა და იქ დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კალინინგრადი დიდად იყო დამოკიდებული ლეტუვის გავლით სატრანზიტო მარშრუტებზე, მაგრამ გასულ თვეში ლიეტვამ დაიწყო ევროკავშირის სანქციების დაწესება გარკვეულ რუსულ საქონელზე - მათ შორის სამშენებლო მასალებზე - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი