კიროვოგრადის რაიონში დაბომბვას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაშავდა

გამოქვეყნდა:

23 ივლისს, დილით, რუსების მიერ კიროვოგრადის რაიონის დაბომბვას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 9. ადგილობრივი გუბერნატორი ამბობს, რომ რაკეტები სამხედრო აეროდრომსა და სარკინიზგო ინფრასტრუქტურას მოხვდა.

გუბერნატორმა თქვა, რომ დაღუპული ერთი ჯარისკაცი, ასევე, ქვესადგურის დაცვის 2 თანამშრომელი.

ის ამბობს, რომ ჯამში რუსებმა 13 რაკეტა ისროლეს. რეგიონის დედაქალაქ კროპივენცკის ერთი უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი