"მსოფლიოს გული დღეს უკრაინაში ცემს" - ლიეტუვას პირველი ლედი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას პირველი ლედი დიანა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ პოსტი პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ახლა მსოფლიოს გული უკრაინაში ცემს.

"ლიეტუვას პირველი ლედი, ჩემი მეუღლე დიანა, ჩავიდა კიევში. დღეს მსოფლიოს გული უკრაინაში ცემს. უკრაინელმა გმირებმა ჩვენ ყველანი ცოტათი უკრაინელებად გვაქციეს. ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ, რადგან აქ გრძელდება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ყველას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის", - წერს გიტანას ნაუსედა.

ცნობისთვის, თავად გიტანას ნაუსედა უკრაინაში აპრილის თვეში, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად ჩავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი