არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება შემდეგი პრემიერი, უკრაინის მხარდაჭერა არ შეირყევა - ჯონსონი ზელენსკის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა "არ შეირყევა" მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება შემდეგი პრემიერი.

ჯონსონი ზელენსკის პარასკევს ესაუბრა. დაუნინ სტრიტის წარმომადგენელის თქმით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მუდმივი გადაწყვეტილებაა მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს.

"თქვა, რომ გადაწყვეტილება არ შეირყევა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება გაერთიანებული სამეფოს შემდეგი პრემიერმინისტრი", - აღნიშნა წარმომადგენელმა.

ჯონსონმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მომავალშიც მხარს დაუჭერენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი