
კიევში ამერიკის ელჩი, ამბობს, რომ მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს შაბათს, ოდესის პორტზე თავდასხმის გამო. მან მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა.
"აღმაშფოთებელი. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას თავსესხმის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში.
კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი", - წერს ელჩი.
შაბათს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა სავაჭრო პორტს "კალიბრის" ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. ექსპორტზე შეთანხმებიდან 24 საათიც არ იყო გასული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.