
გაეროს გენერალური მდივანი ცალსახად გმობს დღეს ოდესის პორტზე თავდასხმას. მისი თქმით, აუცილებელია შეთანხმება ყველა მხარის მიერ შესრულდეს.
"გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება მსოფლიო ასპარეზზე, რომ უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილება გლობალურ ბაზრებზე.
ეს პროდუქტები უკიდურესად საჭიროა გლობალური კვების კრიზისის მოსაგვარებლად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელს მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება აუცილებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დღეს დილით მოხდა. საგარეოს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, თავდასხმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც გუშინ გაფორმდა.