
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა რუსეთი დაადანაშაულა სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წამებაში სამხრეთ უკრაინაში.
უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან ჩაატარა ინტერვიუ ათობით ადამიანთან ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. HRW ამბობს, რომ გამოავლინეს 42 შემთხვევა, როდესაც რუსები მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების გაუჩინარებაში, ან გაუმართლებელ დაკავებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ ზოგიერთს გარესამყაროსთან შეხების არანაირი საშუალება არ ჰქონდა, ბევრი მათგანი კი აწამეს.
HRW-მ ასევე დააფიქსირა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამი წევრის წამება, რომლებიც ტყვეები იყვნენ. ორი მათგანი გარდაიცვალა.