უკრაინაში, დონბასის რეგიონში ორი ამერიკელი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში აშშ-ის ორი მოქალაქე დაიღუპა. უწყებას არ დაუდასტურებია იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ქვეყანაში საბრძოლო მიზნებისთვის. 

შაბათს CNN-ისთვის მიცემულ განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა არ დაასახელა დეტალები გარდაცვალების გარემოებების შესახებ, მაგრამ თქვა, რომ ისინი კონტაქტში არიან ოჯახებთან და უზრუნველყოფენ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარებას.

უკრაინაში ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი ორი ამერიკელის, მდგომარეობის შესახებ, სპიკერმა თქვა, რომ ისინი "კონტაქტში იყვნენ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებასთან აშშ-ს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა რუსეთის ძალების ან მარიონეტების მიერ ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები".

უკრაინამ შექმნა საერთაშორისო ლეგიონი მოხალისეებისთვის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი მომზადების სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, არ გაემგზავრონ უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი