ოდესაზე თავდასხმა ეჭვქვეშ აყენებს თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ ამ ქმედებით მოსკოვმა სტამბულში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. 

მისი თქმით, თავდასხმა ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას, მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზება მოახდინონ.

ბლინკენს მიაჩნია, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვს ეკისრება.

"ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას და ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ. რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და შეასრულოს შეთანხმება", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ დილით, ოდესის პორტში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოდესის პორტში კალიბრის ტიპის ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ორი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა, მაგრამ მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი