რუსებმა ნიკოლაევი დაბომბეს - 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსებმა ქალაქი ნიკოლაევი ისევ დაბომბეს. მერი ამბობს, რომ დაზიანდა კერძო საწყობი და რამდენიმე კერძო საწარმოს ტერიტორია.

მისივე ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი რაიონის დაბომბვისას დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

კიდევ ერთი სკოლა თითქმის მთლიანად განადგურდა. ასევე, დარტყმის ტალღამ და ნამსხვრევებმა მაღალსართულიანი კორპუსები დააზიანა, 2 კერძო სახლს კი ცეცხლი გაუჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი