
"კიევში წასვლის დიდი სურვილი მაქვს" - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters-ის ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნული კომენტარი თვითმფრინავში გააკეთა.
გასულ თვეში პაპმა ფრანცისკემ რუსეთი "სასტიკ და უაზრო აგრესიულ ომში" არაპირდაპირ დაადანაშაულა. რომის პაპი დღეს რომიდან კანადაში სამოციქულო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა.