ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომი სრულიად სხვა სტადიაში გადავიდა.
უკრაინული ძალები მაღალი ალბათობით ახლა ხერსონის გათავისუფლებას შეეცდებიან. რუსეთი კი მის მთავარ, საარტილერიო უპირატესობას თანდათან კარგავს.
გარდამხტეხი ფაქტორი კი ჯადოსნური სიტყვა - ჰაიმარსი აღმოჩნდა. ზუსტი დამიზნების საარტილერიო სისტემა, რომელიც გაცილებით შორს სწვდება ვიდრე რუსული ჭურვები და გაცილებით მწარედ იკბინება, ვიდრე საბჭოთა დროინდელი ჭურვები.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ მოწყობილი 10-ზე მეტი იარაღის საწყობი განადგურებულია. პუტინის ურდო იძულებულია, საწყობები ახლა გაცილებით შორის, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში გადაიტანოს, ეს კი შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობას რუსებს უკიდურესად უზღუდავს. ამისი მაგალითია უკრაინელების კონტრშეტევა ხესონის ოლქში, სადაც 2000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი უიემდო ალჯყაშია მოქცეული.
პარალელურად ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო სპეციალური მომხადების კურსს გადის. უკვე სექტემბრიან ე.წ. ლენ ლიზის პროგრამა შედის ძალაში, რაც იმას ნიშნავს რომ უკრაინისთვის გადაცემული ჯადოსნური ჰაიმარსების რაოდენობაც დრამატულად გაიზრდება და რასაც მოყვება სხვა ზუსტი დამიზნების და კიდევ უფრო კომპლექსური იარაღიც.
რუსული არმიას კი უკრაინელების დემორალიზებისთვის ისღა რჩება, დროდადრო შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა რომელიმე სავაჭრო ცენტრს ან სხვა სამოქალაქო ობიექტს ესროლოს.