მოსკოვში "მწუხარების კედელთან" ომის საწინააღმდეგო აქციაზე ყვავილების დადების გამო, 8 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში "მწუხარების კედელთან" ყვავილების დადების გამო 8 ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

რუსეთის დედაქალაქში  გაიმართა აქცია სახელწოდებით- "პუტინიზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნა". დაკავებულებს შორის არიან ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები და კრემლის მომხრე აქტივისტი, იუწყება OVD-Info (აღიარებულია უცხოეთის აგენტად).

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა პლაკატით "ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სამყარო არა სისხლით, არამედ მეგობრობითა და სიყვარულით". დემონასტრანტი დააკავეს "უკრაინაში ნაცისტების მხარდაჭერისთვის".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი