უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სასტუმროში 100 რუსი მოკლეს - სტარტკომი

გამოქვეყნდა:

24 ივლისს ღამით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრასნი ლუჩში, ერთ-ერთ სასტუმროში უკრაინელებმა 100 რუსი სამხედრო გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, უკრაინელი სამხედროები რუსების სამეთაურო პუნქტში მოხვდნენ, რომელიც ქალაქ კრასნი ლუჩში მდებარე სასტუმროში იყო განთავსებული.

დარტყმის შედეგად დაიღუპა 100 რუსი. უწყება ამბობს, რომ აქვთ "ოპტიმისტური პროგნოზები", რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი