რუსეთი დილემის წინაშეა, გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასსა და ხერსონში უშედეგო ბრძოლები გრძელდება. მათივე ცნობით, რუსი მეთაურები დილემის წინაშე არიან, გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთში, თუ დასავლეთის მიმართულებით.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ 18 ივლისს ბელგოროდის ოლქში უკრაინიდან 10 კილომეტრში, სამხედრო ტექნიკის სარემონტო საწარმო აღმოაჩინეს, სადაც სულ მცირე, 300 დაზიანებული მანქანა, მათ შორის ჯავშანმანქანები და ტანკები იყო განთავსებული.

დაზვერვის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკადრო პრობლემებთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიცდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი