აშშ მუშაობს "გეგმა B"-ზე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის - USAID-ის ადმინისტრატორი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინასთან ერთად მუშაობს "გეგმა B"-ზე, რათა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდეს რუსეთის მიერ ოდესის პორტზე თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა, სამანტა პაუერმა ისაუბრა. 

"გეგმა B მოიცავს გზას, სარკინიგზოსა და მდინარეს, ბარჟების გაგზავნასა და სარკინიგზო სისტემების მორგებას, ისინი უკეთესად შეესაბამებოდნენ ევროპის ქვეყნებს, რათა ექსპორტი უფრო სწრაფად მოხდეს. ჩვენ ვცხოვრობთ საგანგებო გეგმით, რადგან არ შეგიძლიათ ენდოთ რაიმეს, რასაც ვლადიმერ პუტინი ამბობს", - თქვა მან.

მან აღნოშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გეგმებისა, არ არსებობს პუტინის შემცვლელი, რომელიც ბლოკადის დასრულების საშუალებას მისცემთ.

ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ექსპორტზე შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი