
FSB ამტკიცებს, რომ "ჩაშალეს უკრაინის სადაზვერვო სამსახურების შეთქმულება", რომლის მიხედვითაც გეგმავდნენ, რომ გადაებირებინათ რუსი სამხედრო მფრინავები მათი თვითმფრინავებით, მილიონობით დოლარის სანაცვლოდ. BBC-ის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ ამ "ოპერაციაში" Bellingcat-ის დამფუძნებელი, ხრისტო გროზევი მონაწილეობდა.
რუსული FSB-ს მტკიცებას გამოეხმაურა თავად გროზევი, რომელიც რომელიც რუსეთში გამოცხადებულია როგორც „უცხო აგენტი“ და Twitter-ზე დაწერა, რომ ეს ვერსია შეიცავს ბევრ ფიქტიურ დეტალს. მან აღნიშნა, რომ Bellingcat-ის გამომძიებლებმა მხოლოდ გადაიღეს ფილმი უკრაინული და რუსული დაზვერვის მუშაობის შესახებ და ეს ფილმი მალე გამოვა.
გროზევი ამბობს, რომ FSB-მ გაამჟღვანა თავისი აგენტები, რომლებიც ებრძოდნენ უკრაინას.
"ჩვენ ჩავწერეთ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო კონტრდაზვერვის ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას დღეს წარმოაჩენს, როგორც გადატრიალებას კონტრდაზვერვისთვის, სინამდვილეში ეს ოპერაცია იყო სერიოზული შეცდომა FSB-თვის, რომელიც უნებლიედ ავლენდა კონტრდაზვერვის ათობით ოფიცრის ვინაობას, მათ სამუშაო მეთოდებს და საიდუმლო მონაცემებს.
უკრაინელებმა FSB-ის "პილოტებს" მიაწოდეს ყალბი ცნობები მათი საჰაერო თავდაცვის განლაგების ყალბი რუკებით, ასევე, ოპერაციული ავიახაზების შესახებ დეზინფორმაცია. ამავდროულად, პილოტებმა გაგზავნეს (ალბათ, ასევე, გააყალბეს) საკუთარი მდებარეობის რუკები.
უკრაინელებმა დაარწმუნეს FSB, რომ გაეგზავნა ერთ-ერთი მფრინავის ცოლი - FSB-ს მთელ ჯგუფთან ერთად - მინსკში და ელოდა დაპირებულ "შეხვედრას" უკრაინელებთან. FSB ამაოდ ელოდა ამ შეხვედრას 4 დღის განმავლობაში
ორმხრივი მოტყუების ეს უცნაური თამაში დასრულდა, როდესაც FSB მიხვდა, რომ არავინ გამოცხადდებოდა არცერთ შემოთავაზებულ შეხვედრაზე (FSB ძალიან სურდა უკრაინელი აგენტების იდენტიფიცირება) "- წერს გროზევი.
გროზევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ FSB ინციდენტს ასახავს, როგორც მისი კონტრდაზვერვის ტრიუმფს, რეალურად მან გასცა თავისი მეთოდები და მისი "ათობით" აგენტი.