"ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს სესხი გამოუყო" | ლაიენი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, დაამტკიცა უკრაინის 1,59 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფა, საიდანაც 1 მილიარდი დაუყოვნებლივ გაიცემა“, - დაწერა მან ტვიტერზე.

მისი თქმით, თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურის აღდგენას, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროში პროექტების მხარდაჭერას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი