
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე მტრის თავდასხმები მოიგერიეს და რუსები უკან გააბრუნეს.
უწყება აცხადებს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.
უკრაინა ამბობს, რომ დონეცკის მიმართულებით, მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობებზე ახდენს და სურს შექმნას პირობები ქალაქ სევერსკსა და სოლედარზე თავდასხმისთვის. უწყების ცნობით, მტრის ქვედანაყოფები ავსებენ საბრძოლო მასალისა და საწვავის, საპოხი მასალების მარაგს.
გენშტაბის ცნობით, ბერესტოვოსა და სემიგორიეს დასახლებების რაიონებში თავდასხმის ოპერაციები მტრისთვის დასრულდა დანაკარგებით და უკან დახევით.