ველით, რომ კიევი და მოსკოვი დაემორჩილებიან მარცვლეულის ექსპორტზე გაფორმებულ შეთანხმებას - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ელის კიევისა და მოსკოვის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. შეთანხმებას სამივე მხარისა და გაერო-ს მიერ გასულ პარასკევს შედგა. მიუხედავად ამისა 24 საათზე ნაკლებ დროში მოსკოვმა ოდესის პროტი დაბომბა.

"ჩვენ ველით, რომ ისინი დაემორჩილებიან მათ მიერ გაფორმებულ შეთანხმებას და იმოქმედებენ იმ პასუხისმგებლობების შესაბამისად, რომლებიც აიღეს", - თქვა ერდოღანმა სახელმწიფო მაუწყებელ TRT Haber-თან ინტერვიუში.

ერდოღანის თქმით, ექსპორტი კოორდინირებული იქნება სტამბოლიდან, ყველა მხარის წარმომადგენლების ჩართულობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი