გვატემალის პრეზიდენტი სოლიდარობის გამოსახატად კიევს ეწვია

გამოქვეყნდა:

გვატემალის პრეზიდენტი, ალეხანდრო ჯიამატეი ორშაბათს კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლათინო ამერიკის ლიდერი სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე ჩავიდა, მაშინ, როცა ბევრი სხვა ამავე რეგიონში თავს არიდებს კონკრეტული მხარის არჩევას, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

"ნათელი იყოს, რომ ამ კონფლიქტის დაწყებიდან გვატემალამ ხმა აიმაღლა. ჩვენ ყოველთვის ჩვენი სიტყვების თანმიმდევრულები ვიქნებით. გვატემალა არ დარჩება ჩუმად", - თქვა პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა პრეზიდენტი უკრაინაში მოგზაურობისთვის გააკრიტიკეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ცდილობს თავი აარიდოს აქტუალურ პრობლემებს მისივე ქვეყანაში, მათ შორის დემოკრატიისა და დაუსჯელობის საკითხებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი