უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ყაზახეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის - WSJ

გამოქვეყნდა:

The Wall street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ყაზახეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ხარჯები და მჭიდრო კავშირებს ეძებს ჩინეთთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან.

მედიის ინფორმაციით, ყაზახეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 441 მილიარდი ტენგე (918 მილიონი დოლარი) გამოყო. ამ თანხის ნაწილი ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდაზე დაიხარჯება.

გარდა ამისა, WSJ წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში, როცა ყაზახეთში სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობდა, რუსეთმა პროტესტის ჩასახშობად ჯარები გაგზავნა. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  ყაზახეთმა ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

გარდა ამისა, ივნისში ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი