უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ხერსონის რაიონის სოფელი ანდრეევკა.

უწყების ცნობით, შეარაღებული ძალების ავიაციამ მტერს 4 დარტყმა მიაყენა ბომბდამშენებისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

"ამგვარად ანდრეევკა გათავისუფლდა და მთლიანად გაიწმინდა რუსული საოკუპაციო ჯარებისაგან. ლოზოვოიეს მსგავსად, სადაც ჩვენმა ჯარებმა რამდენიმე დღით ადრე უსაფრთხოდ გააძლიერეს პოზიციები!" - ამბობს უწყება. 

უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა სამხრეთის მიმართულებით 89 რუსი დამპყრობელი მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი