"რაც შეიძლება სწრაფად" | პენტაგონი უკრაინისთვის HIMARS-ების მიწოდებას დააჩქარებს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები გეგმავს, რომ უკრაინას ზუსტი დამიზნების საარტილერიო სისტემა HIMARS დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს. უცხოური მედია ინფორმაციას სწორედ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს "რაც შეიძლება სწრაფად მოხდება".

პენტაგონის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ამ საკითხზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე ესაუბრა უკრაინელ კოლეგას. ოფიციალურმა პირებმა სწორედ დაპირებული HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით იმსჯელეს. 

20 ივლისს გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას დამატებით HIMARS-ებს გადასცემდა. ივლისის შუა რიცხვებში კი გაირკვა, რომ ამერიკული Himars-ების  წყალობით, უკრაინაში მტრის არმიის 30-ზე მეტი ლოჯისტიკური ობიექტი განადგურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი