გადადგომის შემდეგ ჯონსონი არ უნდა გაქრეს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინის "დიდი მეგობარია" და თანამდებობის დატოვების შემდეგ ის "არ უნდა გაქრეს".

ზელენსკის თქმით, ის ისურვებდა, რომ ჯონსონი პოლიტიკაში დარჩეს.  ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრობის პოსტს 6 სექტემბერს ოფიციალურად დატოვებს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი წამყვანი დონორია. გარდა ამისა, ბრიტანეთმა არაერთი სანქცია დაუწესა რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსს. თავად ჯონსონი კი ომის დაწყების შემდეგ კიევში რამდენჯერმე ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი