ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს - სარდლობა

გამოქვეყნდა:

უკრაინის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის ცნობით, ხუთშაბათს, გამთენიისას, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

სარდლობა წერს, რომ მათ შორის 9 რაკეტა ჩერნიგოვის რაიონში, საზღვართან ახლოს ტყეში ჩავარდა.

კიევის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ მანამდე განაცხადა, რომ რაკეტები რეგიონის ვიშგოროდის რაიონში გარკვეულ "ინფრასტრუქტურულ ობიექტს" მოხვდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი