
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება.
უწყების ცნობით, უკრაინამ გამოიყენა მისი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია მდინარე დნეპროზე არსებული სამი ხიდის დასაზიანებლად, რომლებსაც რუსეთი ეყრდნობა მისი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების მოსამარაგებლად.
დაზვერვა წერს, რო მერთ-ერთი მათგანი, 1 000-მეტრიანი ანტონივსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან, გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას ხელმეორედ 27 ივლისს დაარტყდა და დიდი ალბათობით, ის ახლა გამოუსადეგარია.
"რუსეთის 49-ე არმია, რომელიც მდინარე დნეპროს დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული, ახლა ძალიან დაუცველად გამოიყურება", - აღნიშნავს დაზვერვა.
ასევე, ბრიტნაეთი ამბობს, რომ ხერსონი ახლა პრაქტიკულად მოწყვეტილია სხვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მისი დაკარგვა სერიოზულად ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმატებულად წარმოაჩვენოს.