
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ახალ გენერალურ პროკურორად ანდრეი კოსტინი დანიშნა. პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი გუშინ დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას ხმა 299-მა დეპუტატმა მისცა.
ანდრეი კოსტინი 2019 წლიდან უმაღლესი რადას დეპუტატია. მანამდე, 2010 წელს ის ოდესის საქალაქო საბჭოში აირჩიეს პარტიიდან „ცვლილებების ფრონტი“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ირინა ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 17 ივლისს გაათავისუფლა.