
ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, უკვე მეორედ, კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ირკვევა, რომ ნაუსედა უკრაინის დედაქალაქს, სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით ესტუმრა.
"ახლახან ჩამოვედი კიევში. ამ სპეციალურ დღეს, როდესაც უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს, უკრაინელ ხალხს რადადან მივმართავ. ასევე, შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს, ვიტაუტას დიდის ორდენს გადავცემ", - წერს ნაუსედა.
ომის დაწყების შემდეგ, გიტანას ნაუსედა კიევში პირველად აპრილში, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად ჩავიდა.