Bayraktar უკრაინას, პოლონელების საჩუქარ, უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს

გამოქვეყნდა:

თურქული კომპანია Baykar უკრაინას "პოლონელების საჩუქარ" უპილოტო საფრენ აპარატს, "Bayraktar-ს უსასყიდლოდ გადასცემს. პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატის საყიდლად შეგროვებული თანხები კი ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.

ამის შესახებ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, ჟურნალისტი სლავომირ სერაკოვსკი ავრცელებს ინფორმაციას. მან გამოაქვეყნა წერილი Baykar-ის დირექტორთა საბჭოსგან.

"ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ადამიანური სოლიდარობის ჟესტის ნაწილი... ჩვენ უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 დრონს, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო", - ნათქვამია წერილში.

პოლონეთში შეგროვებული 22,5 მილიონი ზლოტი, უკრაინულ და თურქულ მხარეებთან შეთანხმებით, უკრაინელებს მოხმარდებათ.

სერაკოვსკიმ დასძინა, რომ ვინაიდან კამპანიამ დაგეგმილზე 1,800,000 PLN-ით მეტი რაოდენობის თანხა შაგროვა, (პლუს აუქციონის შემოსავალი), ის გადაირიცხება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფონდის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.

ანგარიშები კვრიის ბოლოს იხურება, შესაბამისად, თანხა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი