"არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ ან დაიღალონ ომით" - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში უკრაინის სახელმწიფოს მეთაურთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ და დაიღალონ. არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა იმ რუსებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩადენილ დანაშაულებებზე [უკრაინის ტერიტორიაზე] დამსახურებული სასჯელი მიიღონ", - აღნიშნა ნაუსედამ.

ცნობისთვის ნაუსედა უკრაინაში უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღის აღსანიშნად  ჩავიდა .  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი