
ხერსონის რეგიონის პოლიცია ამბობს, რომ რუსეთის სამხედროებმა გაიტაცეს სამგზავრო გემი და მისი დახმარებით ანტონოვსკის დაზიანებული ხიდის მიდამოში დნეპერის გადაკევთა სრუთ.
"ხერსონში რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა დაიკავეს სამგზავრო გემი, რომელიც კარანტინის კუნძულზე იყო დამაგრებული.
ამჟამად ცნობილია, რომ საოკუპაციო ძალები ხომალდს იყენებენ დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის მიდამოში მდინარე დნეპრის გადაკვეთისთვის", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინამ მდინარე დნეპროზე არსებული სამი ხიდი დააზიანა, რომლებსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების მოსამარაგებლად იყენებდა.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 1 000-მეტრიანი ანტონოვსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან, გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას ხელმეორედ 27 ივლისს დაარტყდა და დიდი ალბათობით, ის ახლა გამოუსადეგარია.