ლიეტუვა უკრაინას დამატებით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანას გადასცემს - ნაუსედა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხუთშაბათ განაცხადა, რომ უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევენ.  მისივე თქმით, სხვებსაც, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, არ მისცემენ საშუალებას უკრაინაში ომი დაივიწყონ და დაიღალონ.

"მეც არ მოვსულვარ ხელცარიელი. დღეს ახალი პაკეტია საბრძოლო მასალა (ტყვიაწამალი) და ათი ჯავშანმანქანა. მალე გაჩვენებთ ანტი-დრონებს, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში, ვიცით, რომ თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ეს სისტემები", - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი