"პოლიციამ ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა" | სახდეპის ანგარიშში 20 ივნისის აქციის დარბევა და 5 ივლისის ძალადობაც მოხვდა

გამოქვეყნდა:

"პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა" - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 20 ივნისის აქციის დარბევასა და 5 ივლისს ჟურნალისტებსა და პრაიდის წევრებზე ძალადობას. 

ამის შესახებ სახდეპის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია საუბარი. 

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში ზოგადად იშვიათია, ბოლო დროს რამდენიმე პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობასა და სამოქალაქო არეულობის ეპიზოდებს ჰქონდა ადგილი. 2021 წლის ივლისში ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა Tbilisi Pride-ის აღლუმის წინააღმდეგ იძალადეს. გაანადგურეს ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი და თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და პიროვნებას, რომლებიც LGBTQ+ საზოგადოების წევრებად ითვლებიან.

2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტები ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას ანტირუსული და ანტისამთავრობო პროტესტის დროს, ზოგიერთი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთმა კი თვალის მძიმე დაზიანებები მიიღო პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო.

ზოგადად, პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას გაუთვალისწინებელი პროტესტის შემთხვევაში წესრიგის დაცვის კუთხით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა, - წერია სახდეპის განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი