ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს: ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. 

"სარაკეტო თავდასხმა საცხოვრებელ უბანზე - ეს იყო დილით კრამატორსკში. ახლა ცნობილია 1 დაღუპული ადამიანის და 5 დაჭრილის შესახებ. ორი კერძო სახლი მთლიანად განადგურდა, კიდევ 21 დაზიანდა. ეს ციფრები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს", - ამბობს კირილენკო. 

ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი