
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთისთვის გაზის შეწყვეტაზე მნიშვნელოვანი რუსეთის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების გაწყვეტაა. ამის შესახებ ბორელმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ისაუბრა.
"რუსულ ომის მანქანას არ სჭირდება მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიები. შეხედეთ დაზიანებული რუსული ტანკის კორპუსს და დაინახავთ რამდენი ელექტრონული კომპონენტი აქვს მას დასავლური კომპანიებიდან. [სანქციების შედეგად] რუსებს აღარ ექნებათ მათთან წვდომა", - თქვა მან.
როგორც ბორელმა აღნიშნა, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 10%-ით შემცირდება, რაც, მისივე თქმით, გამოიწვევს "ყველაზე დიდ რეცესიას... საბჭოთა კავშირის დამთავრების შემდეგ".
მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მალე, პუტინს "მოუწევს მოსახლეობისთვის არჩევანი გააკეთოს იარაღსა და ზეთს შორის".