
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უსამართლო ომს ვერ მოიგებს.
როგორც უწყებაში ამბობენ, კრემლმა უკვე ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა და არსებული ვითარების გამო, სასოწარკვეთილია.
"კრემლი სასოწარკვეთილია. რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა და საბჭოთა დროინდელ იარაღს იყენებს. მათი მოძველებული რაკეტა უდანაშაულო უკრაინელებს კლავს. რუსეთი ვერ მოიგებს ამ უსამართლო ომს. დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - წერია განცხადებაში.