
გაზპრომმა ლატვიისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა. კომპანიამ ქვეყანა შესყიდვის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა შეთანხმების დარღვევას გულისხმობს.
ლატვიაში გაზი ენერგიის მოხმარების მხოლოდ 27%-ს შეადგენს. ლატვიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გაზპრომის ამ ნაბიჯს ქვეყანაზე დიდი გავლენა არ ექნება.
ევროკავშირი რუსეთს გაზის ექსპორტის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ, იმ სანქციების საპასუხოდ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.