პროგრამის დასრულება მტრული, პრორუსული ნაბიჯია, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დატოვებენ. ის საზოგადოებს, ბიზნესს და ყველას ვისაც დახმარების საშუალება აქვს მოუწოდებს საქართველოში მყოფ დევნილებს გვერდით დაუდგნენ. 

"ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში, ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას, მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია და სამწუხაროდ, რესურსი ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების ამოწეულია, თუ ეს ასე არ არის მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენ ქვეყანას - გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით ათასამდე ოჯახია დარჩენილი. ხოშტარია ამბობს, რომ დღის ბოლოს ექნებათ სრული სურათი რამდენი ადამიანი ითხოვს სახლს და საკვებს.

"ჩვენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა", - თქვა მან. 

ხოშტარია ამბობს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს შორის არიან შშმ პირები, დაჭრილი ბავშვები, პენსიონერები, მცირეწლოვანი ბავშვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი